სარაგბო კლუბი „ბათუმი“ დიდი 10-ის ფინალისთვის ემზადება

09 მაისი 2025, 19:58 200 ნახვა

კვირას, 11 მაისს ქუთაისში დიდი 10-ის საჩემპიონო შეხვედრაში ერთმანეთს სარაგბო კლუბი „ბათუმი“ და ქუთაისის „აია“ დაუპირისპირდებიან. დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, „ბათუმმა“ რუსთავის „ხარები“ 33:21 დაამარცხა. ჩემპიონის თასს აქამდე „აია“ ხუთჯერ, ხოლო „ბათუმი“ ოთხჯერ ფლობდა.
ზღვისპირელები საჩემპიონო მატჩისთვის მზად არიან და მიზნად მხოლოდ ჩემპიონობა აქვთ. „ბათუმის“ მორაგბეები და მწვრთნელები საბრძოლო განწყობით არიან და გულშემატკივრებს ჩემპიონის თასის ბათუმში დაბრუნებას ჰპირდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში