ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ლვოვში ვიზიტისას უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევრომდე ოდენობის სამხედრო დახმარებას დაჰპირდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრემიერ მინისტრი ავრცელებს. ევროკავშირმა რუსული გაყინული აქტივებიდან კიევის მხარდასაჭერად 1 მილიარდი ევრო გამოყო.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ დაფინანსება პირდაპირ დაუჭერს მხარს უკრაინის თავდაცვას.
35 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატები ქალაქ ლვოვში შეიკრიბნენ, რათა ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ასევე მხარი დაუჭირეს სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომლის მიზანიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში დამნაშავე პირების პასუხისგება იქნება.