სიმართლე და სამართლიანობა ჩვენ მხარესაა - ასე მიმართა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში სამხედრო აღლუმზე დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა, საზოგადოება და ხალხი მხარს უჭერს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეებს.
„წითელ მოედანზე“ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ახსოვს მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილები და არასდროს დაეთანხმება მისი მოვლენების დამახინჯებას.
ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ყოველთვის ემახსოვრება რომ ევროპაში მეორე ფრონტის გახსნამ გამარჯვება დააახლოვა, რის გამოც დიდად აფასებენ მოკავშირეთა არმიების ჯარისკაცების წვლილს საერთო ბრძოლაში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აღლუმში 11 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, რომელთაგან 1 500 სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეა.