სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია

06 მაისი 2017, 00:00 2282 ნახვა

დაბა  ოჩხამურში  საჯარო სკოლის დაზიანებული სახურავის აღდგენა  მიმდინარეობს. შენობას სახურავი  23 აპრილს   ძლიერმა ქარმა გადახადა. მისი რეაბილიტაციისთვის 64 682 ლარი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. აღდგენითი სამუშაოები 30 აპრილს დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამავე სკოლაში მიმდინარე წელს რეაბილიტაცია სპორტულ დარბაზსაც ჩაუტარდება.

ამავე კატეგორიაში