შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან 

07 მაისი 2025, 14:04 125 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებსა და კონტაქტურ კარატეში აჭარის ნაკრების წევრებს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს.

23-წლამდელთა შორის კონტინენტის ჩემპიონი ანრი ხოზრევანიძე გახდა, რომეო ბერიძე და ლუკა გაბისონია მესამე ადგილებზე გავიდნენ.

რაც შეეხება უფროს ასაკს, ვიცე-ჩემპიონის ტიტული რამაზ ზოიძემ მოიგო, ხოლო გელა ბოლქვაძე ბრინჯაოს დასჯერდა. წარმატებული იყო ევროპის ჩემპიონატი კონტაქტური კარატეს მებრძოლებისთვისაც. მათ ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში