უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მასშტაბური დარტყმები მიიტანა

06 მაისი 2025, 14:43 219 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა  ძალებმა ხარკოვზე მართვადი ბომბებითა და დრონებით  მასშტაბური შეტევა მიიტანეს. ქალაქის 4 რაიონში 20 დარტყმა განხორციელდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოთხი დაშავებულის შესახებ ადასტურებს ინფორმაციას.  ხარკოვის შევჩენკოვსკის რაიონში  იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო საცხოვრებელ სახლს, ხოლო  კიევის რაიონში დრონები ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.   90 სავაჭრო ობიექტი დაზიანდა და 20 დაიწვა. კიდევ ერთ მისამართზე დაიწყვა რესტორნის შენობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 100-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა ან გაუვნებელყო. მანამდე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 19 დრონი ჩამოაგდეს. ერთ-ერთი აპარატის ნამტვრევები რუსეთის დედაქალაქში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

რუსეთის რეგიონებზე დრონებით იერიშის გამო დროებით მუშაობა შეაფერხეს მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი