ავსტრალიის არჩევნებში მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა

04 მაისი 2025, 11:53 78 ნახვა

საპარლამენტო არჩევნები გაიმართა ავსტრალიაში სადაც გამარჯვება მმართველმა მემარცხენე-ცენტრისტულმა ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა. პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანიზი, რომელიც 2022 წლიდან ქვეყანას ხელმძღვანელობს, კვლავ დაიკავებს მთავრობის მეთაურის პოსტს და გახდები პირველი ავსტრალიელი პრემიერ-მინისტრი ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაიკავებს ამ თანამდებობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეიბორისტები არამხოლოდ შეინარჩუნებენ საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ ადგილების რაოდენობასაც გაზრდიან. არჩევნებამდე მათ 150 ადგილიან პარლამენტში 77 მანდატი ჰქონდათ. ოპოზიციური კოალიცია, სავარაუდოდ, სულ მცირე 5 მანდატს დაკარგავს, ხოლო მწვანეთა პარტიას, რომელსაც აქამდე 4 ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი დარჩება. ექსპერტების განცხადებით, ხალხმა მხარი დაუჭირა მოქმედი მთავრობის ლიდერს, რომელიც პირობას დებს, რომ დაიცავს ქვეყნის ინტერესებს ვაჭრობის სფეროში, მათ შორის, აშშ-თან მოლაპარაკებების დროს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში