რუსეთმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია - დაშავდა 11 ადამიანი

04 მაისი 2025, 11:55 497 ნახვა

რუსეთმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. დაშავდა, სულ მცირე,  11 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საჰაერო განგაშის ხმა კიევსა და მის შემოგარენში, ღამით, ერთი საათის განმავლობაში ისმოდა.

იერიშის შედეგად ცეცხლი გაჩნდა რამდენიმე ლოკაციაზე. უკრაინის საგანგებო სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 76 მეხანძრე მონაწილეობდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია