რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს. დაშავდა სულ მცირე 28 ადამიანი, ხანძრის შედეგად დაზიანებულია უნივერსიტეტი, ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის მიმართულებით სულ მცირე 10 დარტყმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.