საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლებას 2025“ მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს.
სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს.