საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იმყოფება. იოჰანეს ჰანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და მისი ვიზიტი ხვალ დასრულდება.
ევროკომისარი შეხვდება საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს. იოჰანეს ჰანის ვისიტს აფასებენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.