მოსკოვი კურსკის რეგიონში სრულ გამარჯვებას აცხადებს - კიევი უარყოფს

27 აპრილი 2025, 19:52 133 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის სამხედრო ძალების განცხადებებისა უკრაინის სამხედრო დანაყოფები აგრძელებენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბრძოლა გრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაში, პოკროვსკისა და კრემატორსკის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ცნობისთვის, გასულ დღეს რუსეთის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ კურსკის რეგიონი „სრულად გათავისუფლებულია“. რუსეთის გენშტაბის უფროსის თქმით, პუტინს ანგარიშიც წარუდგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინული დანაყოფები კურსკის რეგიონში განადგურებულია და მხოლოდ ცალკეული ჯარისკაცები ცდილობენ დამალვას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი