ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

27 აპრილი 2025, 13:20 154 ნახვა

ირანის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

ინფორმაციას უცხოური მედია ირანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის სამხრეთით მდებარე შაჰიდ რაჯაეს პორტში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების აფეთქება მოხდა. 

საბაჟოს წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქება, სავარაუდოდ, საშიში და ქიმიური მასალების საწყობში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი