ეკვადორის საპორტო ქალაქ ესმერალდასში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა. ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი ეკვადორის სანაპიროზე, 23 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის გამო დროებით შეჩერდა ყველა ოპერაცია ესმერალდასში მდებარე ნავთობობიექტებზე, ასევე შეფერხებული იყო ელექტროენერგიის მიწოდება. პრეზიდენტმა დაზარალებულ პროვინციაში თავშესაფრის მოწყობისა და მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფის განკარგულება უკვე გასცა.