შედგება თუ არა რუსეთ-უკრაინის შეთანხმება ამ დრომდე უცნობია. ამერიკის მედიატორობით მორიგი შეხვედრა პუტინთან გუშინ შედგა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის შესახებ შეთანხმების ძირითადი პუნქტების უმეტესობა შეთანხმებულია.
აშშ-ის პრეზიდენტმა რომში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარგი დღეა. აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს არიან. დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები იქნება ყველგან, სადაც საჭირო იქნება, რათა ხელი შეუწყონ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას.