საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვა

22 აპრილი 2025, 10:01 64 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ცხრა მედლით გუნდურ ჩათვალაში მეორე ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველი მედლები საქართველოს 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილმა მოუტანა – მან ატაცსა და ორჭიდში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოგვიანებით წარმატებით იასპარეზა გოდერძი ბერდელიძემ, რომელმაც საქართველოს ანგარიშს ერთი ბრინჯაო და ორი ვერცხლის მედალი შემატა. ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, რევაზ დავითაძემ სამი ვერცხლის მედალი მიიღო. რაც შეეხება ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ბაქარ თურმანიძე ასევე ბრინჯაოს დაეუფლა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ტალახაძეს ევროპის ფედერაციის დროშა გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი