უკრაინის ქალაქ სუმზე ოკუპანტის იერიშს 32 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 83-ზე მეტი პირი. ადგილზე მუშაობენ მაშველები და მობილიზებულია პოლიცია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში. მტერმა ქალაქს რაკეტებით შეუტია.