ანტისამთავრობო აქცია სერბეთში

13 აპრილი 2025, 11:58 138 ნახვა

სერბეთში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობას წითელი საღებავი შეასხეს, რაც მათი თქმით იყო პროტესტი დღის პირველ ნახევარში პოლიციის მხრიდან „ძალის გადამეტების“ წინააღმდეგ.
სერბეთში ანტისამთავრობო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში, ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურთან ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. სტუდენტური აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა, რომელიც პრეზიდენტ ვუჩიჩის პირობებში კანონის უზენაესობის სისუსტეს აკრიტიკებს.
პარალელურად, სერბეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა ხალხს დაუბრუნდეს კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც მისი აზრით, მიტაცებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში