კიტ კელოგის განცხადება

12 აპრილი 2025, 11:52 108 ნახვა

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგნლის  უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინა არასოდეს დათანხმდება რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ განცხადებით კელოგმა სტივენ უიტკოფის პოზიციას უპასუხა, რომელიც ამბობს,  რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის 4 რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტისა და კელოგის შეხვედრა ტრამპის მხრიდან ამერიკული სტრატეგიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში