აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს ხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ტასი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრა პეტერბურგში, დახურულ კადრს მიღმა წარიმართება.
მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შესაძლოა პუტინმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრეზიდენტების შეხვედრის თემა განიხილონ. პესკოვი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ასევე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტებსაც განიხილავენ.