აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ერთადერთი საკითხი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ახლა რუსეთთან განიხილოს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა.
ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხი დევს.
ბრიუსი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართული არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ქვეყნის სახელმწიფო მდივანი და სხვა დიპლომატები.