სტამბოლში დაკავებული მერის ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა იმამოღლუს გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ასევე, 8 აპრილს სტამბოლის მერის დაკავების გასაპროტესტებლად სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
შეგახსენებთ, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკრემ იმამოღლუ. ის თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება.
იმამოღლუს დაკავებას კი, თურქეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ცნობილია, რომ აქციებზე შსს-მ 2000 ადამიანი დააკავა.