საბერძნეთში საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა პარალიზებულია. მიზეზი ერთდღიანი გაფიცვაა. გაფიცულები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. ქვეყანაში შეჩერდა საბორნე და სარკინიგზო მიმოსვლა, გაუქმდა ავიარეისები. ათენში მუშაობა შეაჩერეს მეტრომ და ავტობუსებმა.
პირველი აპრილიდან საბერძნეთის ხელისუფლებამ მინიმალური შრომითი ანაზღაურება 880 ევრომდე გაზარდა, 2027 წლისთვის კი, 950 ევრომდე გაზრდას გეგმავს. თუმცა პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ოჯახების ნაწილს მაინც უჭირს თავის გატანა საკვებ პროდუქტებზე, ენერგიასა და საცხოვრებელი ხარჯების ზრდის ფონზე.