ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები ლეგიტიმურია - ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინიტრო

01 აპრილი 2025, 13:50 150 ნახვა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაივანთან ახლოს  ჩინეთის სამხედრო წვრთნებს  ლეგიტიმურს და აუცილებელს უწოდებს. ჩინეთმა სამშაბათს დაიწყო  არმიის, საზღვაო ძალების და სარაკეტო ძალების ერთობლივი წვრთნები ტაივანის გარშემო, როგორც "მკაცრი გაფრთხილება" სეპარატიზმის წინააღმდეგ.

ტაივანმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა, რათა უპასუხონ ჩინეთის საზღვაო ფლოტს, რომელიც მის სანაპიროს უახლოვდება.

წვრთნები დემოკრატიულად მართული კუნძულის ირგვლივ, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და არასდროს უთქვამს უარი ძალის გამოყენებაზე მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ თვეში ტაივანის პრეიზდენტმა პეკინს "უცხო მტრული ძალა" უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში