იტალიის საკალათბურთო სერია ეი-ში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ მორიგი მატჩი მოიგო. ბოლონიელებმა „რეჯო ემილიას“ უმასპინძლეს და 69:45 დაამარცხეს. შენგელია „ვირტუსის“ თანაბომბარდირი გახდა. მან, კორდინიემ და მორგანმა 14-14 ქულა ჩააგდეს.
თორნიკეს სრული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 26 წუთი, 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი.
ბოლონიურ გუნდს 17 მოგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში პირველ-მესამე ადგილებს „ტრაპანისთან“ და „ბრეშასთან“ ინაწილებს.