34 წელი 31 მარტის რეფერენდუმიდან

31 მარტი 2025, 11:18 162 ნახვა

34 წელი 31 მარტის რეფერენდუმიდან. 1991 წელს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი. 

კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“, 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა 98.9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა - 3,672,403 ამომრჩევლიდან, 3,295,493-მა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლდა. დღეს ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 86 წელი შეუსრულდებოდა.  

თარიღთან დაკავშირებით ეროვნული მოძრაობის წევრები ბათუმში შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ ეს დღე სხვადასხვა ორგანიზაციაში საზეიმოდ უნდა აღინიშნოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში