გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში წვევამდელთა სამხედრო სამსახურში 6-თვიანი ვადით საკუთარი სურვილით რეგისტრირებული წვევამდელების სამედიცინო შემოწმება გრძელდება.
აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები წვევამდელები სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გადანაწილდებიან და 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც 6-თვიან ეროვნულ სამხედრო სამსახურს საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ.