მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს მეტოქეები გაირკვა 

24 მარტი 2025, 09:58 149 ნახვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევ E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში ითამაშებენ. ჩვენი ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ტურნირს სამი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში