უკრაინის დელეგაცია კონსტრუქციულად მუშაობს მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში - ზელენსკი 

24 მარტი 2025, 10:25 183 ნახვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები იყო "კონსტრუქციული და შინაარსიანი". 

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით  კი უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს წინადადებები ენერგეტიკული ობიექტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ.

რიადში გამართული შეხვედრა წინ უძღოდა აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს იმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში