 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია Al Arabiya-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება. საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმრო Ritz-Carlton-ის დატოვება სთხოვა.
რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            