ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაურის მოადგილის ვიზიტი

24 მარტი 2025, 11:26 145 ნახვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი პეტრ სვობოდა და JFTC-ს წვრთნებისა და სწავლებების განყოფილების წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ლადისლავ სვეზდა იმყოფებოდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოელ სტუმრებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) უმასპინძლეს.

მათივე ცნობით, ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ საინფორმაციო ბრიფინგზე მათ JTEC-ს ისტორია, ამოცანები, განხორციელებული პროექტები და გეგმები გააცნო. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა სწავლება „ნატო-საქართველო 2025“, რომელიც საქართველოში წელს ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში