ქედის ველოკლუბის წევრებმა პირველი ველომსვლელობა მოაწყვეს.
ქედის მუნიციპალიტეტი. ველომსვლელობა
ველომსვლელობა
ველომსვლელობა ქედაშა.
ქედის ველოკლუბის წევრებმა პირველი ველომსვლელობა მოაწყვეს. მასში 13 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ველოკლუბი ქედაში პირველად ჩამოყალიბდა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში 13 ველოსიპედი შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ ქედაში ველობილიკები არ არის, ქედის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ.