რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი 5 წლის შვილი. დაშავებულთა შორის 11 თვის ბავშვია.
კიევის მერ, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციერლდა.
ოკუპანტის იერიშის შედეგად კიევის სხვადასხვა უბანში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის გარდა, საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ბუჩას რაიონს, სადაც ორი ადამიანი დაშავდა.