ქობულეთს ქარმა 155 ათასი ლარის ზიანი მიაყენა

01 მაისი 2017, 00:00 4370 ნახვა

გასულ კვირას, ძლიერი ქარის შედეგად 121 ოჯახი დაზარალდა - ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზიანი დაითვალა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ზაზა კაიკაციშვილის განცხადებით, დაზარალებულებისთვის ზიანის ასანაზღაურებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 155 ათასი ლარი გამოყო.

აღნიშნული თანხა 121 ოჯახზე ინდივიდუალურად გადანაწილდა, დაზარალებულებს მასალების შესაძენად თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

როგორ აუნაზღაურებენ ზარალს  ოჩხამურში, აღმაშენებლის 57 ნომერში დაზარალებულ 9 ოჯახს, ჯერ უცნობია, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ზარალის შემსწავლელი კომისია მიიღებს.    ძლიერმა ქარმა, აქ მრავალ ბინიან კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა. გამგეობაში ამბობენ, რომ სახურავი მთლიანადაა დაზიანებული, ამიტომ საჭიროა მისი შეცვლა.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი