„ამერიკის ხმა“ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

22 მარტი 2025, 16:12 97 ნახვა

„ამერიკის ხმა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ამერიკის ხმის” ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ნიუ იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა არღვევს გამოხატვის თავისუფლების უფლებას, რომელიც გარანტირებულია კონსტიტუციის პირველი შესწორებით.

„მსოფლიოს ბევრ ნაწილში გაქრა ობიექტური ახალი ამბების მიწოდების უმნიშვნელოვანესი წყარო და ამ სიცარიელეს მხოლოდ ცენზურის ქვეშ მყოფი სახელმწიფო მედია შეავსებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

15 მარტს დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში