უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს უკვე შეთანხმებულია - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. სტივ უიტკოფის თქმით, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს რაც შეუძლია.
უიტკოფმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც 4-ჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. გარდა ამისა, უიტკოფმა ისაუბრა რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მთავარ პრობლემაზე და აღნიშნა რომ ეს ყირიმი და ე.წ 4 რეგიონია.
დაამატა, რომ რუსულენოვან რეგიონებში რეფერენდუმის შედეგად მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა რომ მათ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ, რაც რუსეთ უკრაინის კონფლიქტის მთავარი საკითხია.