რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, სადაც რეფერენდუმებით ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობა სურთ - სტივ უიტკოფი

22 მარტი 2025, 14:18 185 ნახვა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მთავარი პრობლემა ოთხი რეგიონია, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.

„მთავარი პრობლემა ამ კონფლიქტში ოთხი რეგიონია – დონბასი, ყირიმი, ლუგანსკი და სხვა. იქ რუსულად საუბრობენ, ჩატარდა რეფერენდუმები, სადაც ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ მათ სურთ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა. მჯერა, ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური საუბრები“, – განაცხადა უიტკოფმა.

უიტკოფმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასთან სწორი გარიგება უნდა დაიდოს. „ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ უფლება უკრაინას, რომ მესამე მსოფლიო ომში ჩაგვითრიოს“, - აღნიშნა უიტკოფმა.

„რუსები დე ფაქტო აკონტროლებენ ამ ტერიტორიებს. საკითხავია, აღიარებს თუ არა მსოფლიო, რომ ეს რუსული ტერიტორიებია? გადარჩება თუ არა ზელენსკი პოლიტიკურად, თუ ის ამას აღიარებს? ეს არის კონფლიქტის მთავარი საკითხი, ცალსახად“, – განაცხადა უიტკოფმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში