ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრმა უკრაინის მხარდაჭერი განცხადება მიიღეს

21 მარტი 2025, 10:43 91 ნახვა

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს ევროკავშირის ყველა წევრმა მოაწერა ხელი, გარდა უნგრეთისა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მიესალმება 11 მარტს საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის წინადადებებს, ჰუმანიტარულ დახმარებას, ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, ომის დასასრულებლად ნამდვილი პოლიტიკური ნება გამოაჩინოს”.   

26 წევრი ქვეყნის ლიდერები აღნიშნავენ, რომ მშვიდობისკენ გზა უნდა მოიცავდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის ძალისხმევებს, ომის ტყვეების გაცვლას, სამოქალაქო პირების გათავისუფლებასა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინისთვის “რეგულარულ და პროგნოზირებად” ფინანსურ დახმარებას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში