უკრაინაში ომი გრძელდება. ოკუპანტის ავიადარტყმის შედეგად ზაპოროჟიეს რაიონში 6 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულებს შორის 4 წლის ბავშვია.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ავიაბომბებმა დაანგრია 2 და დააზიანა 3 კერძო სახლი.
ოკუპანტმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ოდესასაც, სადაც 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი და გაჩნდა ხანძარი სავაჭრო ცენტრში.