სომხეთი VS საქართველო

20 მარტი 2025, 19:46 193 ნახვა

ერთი საათი საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრამდე - 4 თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები გულშემატკივრების წინაშე წარდგება. შეხვედრა მნიშვნელოვანია.
ჩვენი გუნდი B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში სომხეთს უპირისპირდება. როგორც სხვა დროს გულშემატკივრებს არც ახლა დაუტოვებიათ ნაკრები მარტო, სომხეთში ქართული შეძახილები ერევნის რესპუბლიკის მოედნიდან სტადიონამდე ისმოდა.
მსვლელობა, პერფორმანსები, შეიძლება ითქვას, რომ ქართული სპორტის ქომაგები ისევ ფორმაში არიან. მატჩი ზუსტად 21 საათზე დაიწყება. 23 მარტს კი სომხეთის ეროვნულ ნაკრებს ჩვენი გუნდი თბილისში უმასპინძლებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში