სახიფათო ზონაში მცხოვრებლებს დამეწყრილ მიწებს ჩამოართმევენ

30 აპრილი 2017, 00:00 2334 ნახვა

ეკომიგრანტების პრობლემა, რომელსაც მთავარის ჯგუფი სისტემატურად აშუქებს. საქმე იმაშია, რომ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომლებსაც სახელწიფო აფინანსებს და ალტერნატილ ფართსაც სთავაზობს, მამაპაპისეული სახლების მიტოვება მაინც არ უნდათ, და ძალიან ხშირად მიწის დასამუშავებლად უკან ბრუნდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

თანხის მიღების დროს გამგეობები ოჯახებთან დოკუმენტსაც აფორმებენ, რომ უკან არ უნდა დაბრუნდნენ, თუმცა ამ შეთანხმებას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს და რეალურად არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია, რომ ოჯახებს სახლების სამუდამო მიტოვება აიძულონ. მთავართან საუბრისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გამოსავალი არსებობს და მოლაპარაკების შემდეგ, ამორტიზებული საცხოვრებლები უნდა დაინგრეს.

ამავე კატეგორიაში