საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ, მთლიანობაში კი მეჩვიდმეტედ გახდა. გუშინდელი შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 46:28 დასრულდა.
მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვა.