ჩრდილოეთ მაკედონიაში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 100-ზე მეტი. გავრცელებული ცნობით, ხანძარი პიროტექნიკის გასროლას მოჰყვა. კლუბ „პულსში“ჯგუფი DNA კონცერტს 1 500 ადამიანი ესწრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა სრულად მობილიზებულია და ყველაფერს გააკეთებს, რათა გაუმკლავდეს შედეგებს და დაადგინოს ამ ტრაგედიის მიზეზები.