დონალდ ტრამმა უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა

16 მარტი 2025, 10:23 120 ნახვა

დონალდ ტრამმა უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად გენერალი კიტ კელოგი დაინიშნა. კელოგი, უშუალოდ, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან იმუშავებს.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ გენერალი კიტ კელოგი უკრაინის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. გენერალი კელოგი, მაღალი რეპუტაციის მქონე სამხედრო ექსპერტი უშუალოდ ითანამშრომლებს პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ის კარგად იცნობს მათ და მათ შორის ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა არსებობს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე, გენერალი კიტ კელოგი რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. გუშინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსეთმა უკრაინასთან სიახლოვის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მოლაპარაკებებიდან გარიცხვა მოითხოვა“.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა არ დაადასტურა, რომ რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, კრემლის თხოვნით, მოლაპარაკებებიდან ჩახსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი