ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ ჯემალ ართმელაძეს ჰოლანდიიდან შემოტანილი, სილვანას ჯიშის კარტოფილის სათესლე მასალა და სასუქები გადაეცა. კარტოფილის თესლი კიბოს დაავადების გამძლეა. ფერმერებმა კარტოფილის სათესლე მასალა ''მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ პროეტის ფარგლებში მიიღეს.
კარტოფილის დარგვის პროცესს აგროპროექტების დაცვის ცენტრის და ''კარტლისის'' წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულად აჩვენეს კარტოფილის მოყვანის თანამედროვე მეთოდები. ქვეპროგრამის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 180 ფერმერსა და აგრომეწარმეებს, თანადაფინანსების პრინციპით 101, 500 კილოგრამი სათესლე მასალა და სასუქები გადაეცემათ. მუნიციპლიტეტებში 80 ტონაზე მეტი კარტოფილის სარგავი მასალა გაიცა.