ციხისძირში მცხოვრები ილია ევანის ოჯახის ორი ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრას აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, საუკუნოვანი ხეები „ენერგო პრო ჯორჯიას“ პროექტს ეწირება. ილია ევანი ამბობს,რომ ხეების გაჩევხის შედეგად მთლიანად განადგურდება ქარსაფარი ზოლი.
მცენარეების მოჭრაზე ნებართვა ქობულეთის სატყეო დეპარტამენტმა გასცა. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და პროცესი არ შეჩერდება, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ, პარალელურად კი საპროტესტო აქციებს გამართავენ.
ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს.
ციხისძირში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ევკალიპტის ხე რამდენიმე წლის წინაც მოჭრეს. ხეების გასაჩეხად ადგილზე მისულმა ბრიგადამ, ჟუნალისტების გამოჩენისთანავე, ტერიტორია დატოვა.
სოფელი ციხისძირი. ილია ევანის საცხოვრებელი სახლი.
ელექტრო გადამცემი ხაზები,ასწლოვანი ევკალიპტები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი.
სოფელი ციხისძირი. ილია ევანის საცხოვრებელი სახლი.
ელექტრო გადამცემი ხაზები,ასწლოვანი ევკალიპტები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლი.