მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს

14 მარტი 2025, 09:51 94 ნახვა

მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს.

სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.

აღნიშნული უწყების წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილს დაეჯახა, გავრცელებული ცნობით არავინ დაშავებულა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში