ძლიერი მიწისძვრა იტალიაში, ნეაპოლში. ბიძგების სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა, რაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ამ რეგიონში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.
მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობები. ქალაქ ნეაპოლსა და მის შემოგარენში მოქალაქეთა ნაწილმა ბიძგების გამეორების შიშით ღამე ქუჩაში გაათენა. მიწისძვრის გამო სამ დასახლებაში დღეს დახურულია სკოლები, რათა სპეციალისტებმა შენობების მდგრადობა შეამოწმონ.