როიტერის ინფორმაციით, უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად და ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნების სია გადასცა.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლის მოთხოვნები ემთხვევა მანამდე უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს, რომელთა შორის უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის გამორიცხვა; საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე და ყირიმისა და ოთხ უკრაინული ოლქის საერთაშორისო აღიარება.