ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

13 მარტი 2025, 12:02 101 ნახვა

ევროპარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან და კიევს თავდაცვის უფლების დაცვაში უნდა დაეხმარონ.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას და მოელიან, რომ რუსეთი მას დათანხმდება. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის აგრესიულ ომთან მიმართებაში აშშ-ის პოზიციის “აშკარა ცვლილების” შემდეგ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა უკრაინის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები არიან.
რეზოლუცია ასევე აღნიშნავს, რომ შემდგომი რუსული აგრესიის შესაკავებლად ევროკავშირმა წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებში. ევროპარლამენტარები ასევე ღრმად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ხელმძღვანელობის შანტაჟის ნებისმიერ მცდელობას, რათა დანებდნენ ე.წ. “სამშვიდობო შეთანხმების” მისაღწევად.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში